თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ლევან ხაბეიშვილს მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

952

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიას მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, თითქოსდა, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდდამხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.