ბათუმში არჩევნებს მოხალისეები დააკვირდებიან

578

ბათუმში თვითმმართველობის არჩევნებს მოხალისეები დააკვირდებიან. “ისარი” ასე ჰქვია მოხალისეობრივ აპოლიტიკურ პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “აჭარის განვითარების” ცენტრის ეგიდით ამოქმედდა.

პროექტი საპილოტო ვერსიაა და პირველ ეტაპზე, მხოლოდ ბათუმს მოიცავს. მოხალისეები სოციალურ ქსელში გავრცელებული აპლიკაციების შევსებით შეიკრიბნენ. ორგანიზაციაში ამ დროისთის 220 მოხალისეა რეგისტრირებული, მათ ტრენინგები უტარდებათ.

წყარო: აჭარის ტელევიზია