ტოლენჯის ქუჩის მოსახლეობა სკვერის მოწესრიგებას ითხოვს

587

ავლაბარში, ტოლენჯის ქუჩის მოსახლეობა სკვერის მოწესრიგებას ითხოვს.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან შეხვედრაზე ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალურ სამსახურს არაერთხელ მიმართეს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ საკითხი დღემდე გადაუჭრელია.

სკვერში საბავშვო ინვენტარი დამტვრეულია, ირგვლივ კი ანტისანიტარიაა. ხოშტარია მოსახლეობას გამგეობასთან შუამდგომლობას და საკითხის გადაჭრას დაჰპირდა.

წყარო: იმედინიუსი