მაჭახელას ხეობაში მცხოვრებ 82 მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი მიენიჭა

754

მაჭახელას ხეობაში მცხოვრებ 82 მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591  დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“ 2017 წლის 26 სექტემბერს განიხილა 82 მოქალაქის განცხადება – სტატუსის მინიჭების თაობაზე და გაუწია დადებითი რეკომენდაცია.

აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 28 სექტემბერს გამოსცა შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭებაზე.

ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.