გორის მუნიციპალიტეტს პარტნიორი მუნიციპალიტეტები სტუმრობენ

557

გოლდაპისა და რაჩიეჰოვიცას მუნიციპალიტეტების პირველი პირები და პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი დღეს გორის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, გოლდაპი და რაჩიეჰოვიცას მუნიციპალიტეტები გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორი და მხარდამჭერი მუნიციპალიტეტები არიან.

მოგეხსენებათ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კოკურსის დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისათვის, რომელიც უახლოეს მომავალში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ექიმთა ჯგუფის წევრები, რომლებიც ამჟამად გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ , სამომავლოდ იქნებიან რეკომენდატორები ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მედ-პერსონალისა, ისინი ადგილზე გადაამზადებენ კადრებს და შეასწავლიან იმ სპეციფიკას, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს აუცილებელია.

დელეგაციის წევრები ასევე “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს” და მათ აღსაზრდელებსაც სტუმრობდნენ, გაეცვნენ ცენტრის მუშაობის სისტემასა და იმ აქტივობებს , რომელსაც ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს.