ახალქალაქის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმი შეიყვანეს

979

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში, ადგილობრივების წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. ადგილზე უკვე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Jnews.ge ავრცელებს.

როგორ გამოცემა Jnews.ge წერს, სოფელ კუმურდოში ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება პოლიციამ იმ მოტივით არ მისცა, რომ მათ ასეთი ბრძანება აქვთ. ადგილობრივებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეკლესიის ეზოში შესვლა სცადეს.

ახალქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი კუმურდოს თემში, აშოტ საარიანი, ადგილობრივებს დაშლისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ქვაჯვარი 4 ოქტომბერს აღმართონ. მისი თქმით, ამ დროისათვის ეს უკვე უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ადგილობრივები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ქვაჯვარს მათი წინაპრების საფლავზე უპრობლემოდ დადგამენ.

Jnews.ge–ს ინფორმაციით, კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია, 2016 წლის ზაფულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგლობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს. ვიდრე დაკრძალავდნენ, ადგილობრივები არაერთხელ შეხვდნენ ქართველ და სომეხ სასულიერო პირებს.

როგორ გამოცემა Jnews.ge წერს, ინციდენტის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გამოცემის ბოლო ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე იყო სროლის ხმაც და ამ ეტაპზე იქ მობილიზებულია სპეცნაზი.

ამ წუთებში, მიდის მოლაპარაკებები ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუმურდოში ჩასვლას აპირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

Jnews.ge–ს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად არიან დაზარალებულები.

წყარო: Jnews.ge; სამხერთის კარიბჭე