მამუკა მდინარაძე: ნუ გავხდით დღევანდელ საფეხბურთო მატჩს არასწორი ემოციების გაჩენის საფუძვლად

576

დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი არის საქველმოქმედო და ვთხოვ ყველას, ნუ გავხდით ამას დამატებითი არასწორი ემოციების გაჩენის საფუძვლად, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს დაგეგმილ ვარსკვლავურ მატჩს, რომელშიც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

“საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ამ საქველმოქმედო მატჩისთვის ფედერაციის ფინანსური რესურსი გამოყენებული არ არის. საქველმოქმედო ღონისძიება არ უნდა მოინათლოს წინასაარჩევნო კამპანიად. კახა კალაძე არის მსოფლიო ბრენდი ფეხბურთში და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა გამართულიყო მსგავსი მატჩი, ალბათ იქნებოდა მიწვეული. მატჩი არის საქველმოქმედო და ყველას ვთხოვ, ნუ გავხდით ამას დამატებითი არასწორი ემოციების გაჩენის საფუძვლად”, – განაცხადა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ კალაძემ მატჩში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ეს წინასაარჩევნო აგიტაციაა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი