“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

614

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და ახლო მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, მაჟორიტარობის კანდიდატი უბნის საჭიროებებს გაეცნო და მოსახლეობისგან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სოციალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, აუცილებელად მოეწყობა და რეაბილიტირდება სკვერები და შიდა ეზოები.
ავთანდილ ცინცაძის თქმით, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, იზრუნებს, დროულად გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელი.

წყარო: ინტერპრესნიუსი