აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა გზების მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

644

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმამამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.

მე-3 ეტაპის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება:

  • თავისუფლების და კილასონიას ქუჩის ჩიხებში;
  •  შუბლაძის ქუჩაზე (დ. კაჭარავას გადაკვეთიდან სკოლის მიმართულებით გზა);
  •  ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (თამარ მეფის ქუჩიდან გაბელაიას ქუჩამდე გზა);
  •  იოსელიანი ქუჩაზე;
  •  ცანავას ქუჩაზე ( გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე);
  •  ალექსანდრე აბაშელის ქუჩაზე;
  • ნინოშვილის l შესახვევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე გზაზე.

გზის სარემონტო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელი ნოსირის საზღვრამდე.

სამუშაოებს ახორციელებს ელ-ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი” „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტისთანადაფინანსებით.
პროექტების ჯამური ღირებულება  7 525 629 ლარს შეადგენს.