დავით ურთმელიძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას პერიოდში არ მიმუშავია

817

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ურთმელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. როგორც დავით ურთმელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შეგნებულად გავრცელებული ჭორია.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ბაჩო ახალაიას პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, რაც მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეგნებულად გავრცელებული ჭორია, რათა მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატსა და ჩემ გუნდს გვავნონ. ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ რაღაც არიონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა დავით ურთმელიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე შესაბამისი დოკუმენტიც წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან ის სასჯელაღსრულების სამინისტროში აღარ მუშაობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი