ლაშა გოგია: სოფელ ცაცხვში რეკრეაციული ზონა მოეწყობა

1179

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია სოფელ ცაცხვის მოსახლეობას შეხვდა.

მან ამომრჩევლებს გააცნო პროექტი, რომლის მიხედვით, სოფელში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

„ცაცხვი გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. აქ მოეწყობა სარბენი ბილიკები, ამფითეატრი, სკვერი, ბავშვებისთვის სათამაშო სივრცეები, კულტურის სახლი და ასევე გაკეთდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება ცაიშის არქოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ექსპონატები“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.

მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ამომრჩევლებთან ისაუბრეს ცაცხვის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა, ასევე გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.

კანდიდატების განცხადებით, ცაცხვის ტურისტული ზონის მოწყობა 2018 წლიდან დაიწყება.

წყარო: ლაივპრესი