მამუკა რიჟამაძე: ჩვენი გუნდი შეძლებს მოაწესრიგოს ინფრასტრუქურული საკითხები ქუთაისში

1576

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ვაკისუბნის და სულხან-საბას ოლქში მამუკა რიჟამაძე მოსახლეობას გუნდის სამომავლო გეგმებს ყოველდღიურად აცნობს.

ამჯერად ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაბუკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის,  გამსახურდიას ნომერ 22-ე  და თაბუკაშვილის ნომერ მე-18 ბინის მცხოვრებლებს შეხვდა.

,,ჩვენი გუნდი შეძლებს  მოაწესრიგოს ინფრასტრუქურული საკითხები ქუთაისში, საბოლოოდ დასრულდეს პროექტი და 2018 წლიდან მოსახლეობას მიეწოდოს 24 საათიანი რეჟიმით წყალი, მოხდება გზის საფარის მოწესრიგება ყველა ქუჩასა და ჩიხში, გადაიჭრება ტრანსპორტის პრობლემა, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების დამონტაჟება.  ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რომლებზეც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება,-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძემ.

წყარო: ნიუპრესი