ვარდისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

959

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა მოხდა, ქალთა სათემო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგას“, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტი „მეორე სიცოცხლე“-ს ფარგლებში გახორციელებული სამუშაოები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ დაათვალიერა. ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000, ხოლო დონორი ორგანიზაციების მხრიდან 8 000 ლარი იქნა გამოყოფილი.