სამცხე–ჯავახეთში მერობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი გამოეთიშა

702

საოლქო–საარჩევნო კომისიებმა მერობის კანდიდატების დოკუმენტაციის შესწავლის პროცესი დაასრულეს. სამცხე–ჯავახეთში მერობის 35 კანდიდატიდან ორი ხარვეზის გამო საარჩევნო პროცესებს გამეოთიშა.

დოკუმენტაციაში ხარვეზი ადიგენისა და ასპინძის მერობის კანდიდატებს დაუდგინდათ. ორივე კანდიდატი არჩევნებში საარჩევნო ბლოკის : „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველოს“ სახელით მონაწილეობდა.

ადიგენის საოლქო–საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ჯაბა მაჭარაშვილის განცხადებით, მერობის კანდიდატს არკადი საჰაკიანს, რომელიც საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველო“ იყო, სააღრიცხვო ბარათში შეუსაბამობის გამო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

„გადავეცით წარმომადგენელს, საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადაში ვერ გამოასწორეს ხარვეზი და ვერ გავატარეთ რეგისტრაციაში“, – განაცხადა ჯაბა მაჟარაშვილმა.

რაც შეეხება ასპინძის ოლქს, აქ ხარვეზი მერობის ორ კანდიდატს დაუდგინდა, აქედან ერთმა მალხაზ მოსიძემ, რომელიც საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არის, შესწორებული საბუთები შეიტანა, ხოლო მეორეს გალუსტ მკრტჩიანს, რომელიც საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ აპირებდა კენჭისყრას, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საბოლოო მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მერობის 33 კანდიდატია – 1 ქალი და 32 კაცი.

ახალციხე

ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
არზუმან ზოროღლიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“
ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;

ადიგენი

მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ჯემალ ვანაძე – საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა– დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;
გელა სარაშვილი – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
რატი ტატალაშვილი – საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

ასპინძა

ლევან ცაბაძე – საინიციატივო ჯგუფი;
ტარიელ ლონდარიძე – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
როსტომ მაგრაქველიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;
მალხაზ მოსიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

ბორჯომი

ზაზა ჩაჩანიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
არტაკ ოვსეპიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
ბაქარ შირაძე – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
ვალერი გრიგალაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
გიორგი გიუაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
ლევან ლიპარტია – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;
დავით როკეტიშვილი – „სოციალისტური საქართველო“.

ახალქალაქი

სამველ პეტროსიან – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიტოთა ალიანსი“;
რუბენ მკრტჩიანი – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
ჰარუთუნ ალექსანიან – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
იურიკ უნანიან – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
ზურაბ ოზბეგიშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
მელიქ რაისიან – „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“;

ნინოწმინდა

ანდრანიკ კარსლიან – საინიციატივო ჯგუფი;
გრიგორ მხიტარიან – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიტთა ალიანსი“;
არაიკ ბდოიან – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
მამიკონ სააკიან – გაერთიანებული ოპოზიცია;
ანივარდ მოსოიან – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“