ხონის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ხვდება

651

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართვს. ის უკვე შეხვდა ხონსა და სოფელ დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩევლებს და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

“მე დღეს თქვენთან არ მოვსულვარ მხოლოდ დაპირებებით. მოვედი გაკეთებული საქმეებით და მინდა გთხოვოთ თაქმეებადგომა, რათა ყველა დაწყებული და ჯერაკიდევ დავად და აღმოვფხვრათ “, – განუცხადა ხონის ამომრჩეველს ჯურხაძემ.

კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში ახალგაზრდების წახალისება და დაინტერესებაა. – “დღეს კვალიფიციური ინჟინერების, აგრონომების დეფიციტია, აგრონომები</s>ის დაუფლება კი უფასოდ არის შესაძლებელი რაც დიდი ინვესტიციაა სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის განვითარებისთვის. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ და გავაძლიეროთ ის კუთხე, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემსამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ “, – განაცხადა ლადო ჯურხაძე.

დედალაურის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ჯურხაძემ საყოველთაო ჯანდაცვისა და აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებზე ისაუბრა.

“ვიცი, რომ უამრავი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება ის სიკეთეები, რაც ამ ხელისუფლების პირობებში დაინერგა. ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება. საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად, ახალი პროგრამები იქმნება. მოსახლეობისთვის სერიოზული შეღახლეობისთვია მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 23 დასახელების მედიკამდენტი მოსახლეობისთვის სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი “, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ლადო ჯურხაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

“ჩემი თხოვნაა, იყავით აქტიურები, მწვავედ დააყენეთ და ჩვენამდე მოიტანეთ თქვენი პრობლემები და გპირდებით, მე და ჩემი გუნდი არ დავიშურებთ ჩვენსრესურსს, დროსა და ენერგიას და ჩვენი ქალაქის, სოფლების, ქვეყნის წინსვლისთვის გვერდით დაგიდგებით”, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

წყარო: ნიუპრესი