1 ქალი და 34 კაცი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში

833

სამცხე–ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში, მერობისთვის 35 კანდიდატი იბრძვის; აქედან ქალი მოლოდ ერთია – ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდაში. 35 კანდიდატიდან, 33 პოლიტიკური პარტიების მიერაა წარდგენილი, ორი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

 ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში მერობის ექვს–ექვსი კანდიდატია, ასპინძასა და ნინოწმინდაში ხუთ–ხუთი, ხოლო ბორჯომში შვიდი.
მერობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდასა და ასპინძაში დარეგისტრირდნენ.რაც შეეხება პარტიულ გადანაწილებას, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაასახელეს მერობის კანდიდატები: „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალმა საქართველომ“; ექვსიდან ხუთ მუნიციპალიტეტში აპირებს მერობისთვის ბრძოლას პატრიოტთა ალიანსი, პარტიას კანდიდატი მხოლოდ ასპინძაში არ დაუსახელებია.

ახალციხე

ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიაში ახალციხის მერობის ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა. საოლქოში აცხადებენ, რომ ყველა კანდიდატს დოკუმენტაცია წესრიგში აქვს.

ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
არზუმან ზოროღლიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“
ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;

ადიგენი

ადიგენში მერობის ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა, ექვსივე მათგანი პოლიტიკური პარტიის მიერაა წარდგენილი.

მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ჯემალ ვანაძე – საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა– დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;
გელა სარაშვილი – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
არკადი საჰაკიან – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველო“;
ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
რატი ტატალაშვილი – საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

ასპინძა

ასპინძაში მერობა 5 კანდიდატს სურს – მათ შორის ერთი დამოუკიდებელი და ოთხი პარტიული კანდიდატია.

ლევან ცაბაძე – საინიციატივო ჯგუფი;
ტარიელ ლონდარიძე – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
გალუსტ მკრტჩიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
როსტომ მაგრაქველიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;
მალხაზ მოსიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

ბორჯომი

ბორჯომის საოლქო–საარჩევნო კომისიაში მერობის 7 კანდიდატის განაცხადი შევიდა. აქედან სამი კანდიდატი უკვე რეგისტრირებულია, ხოლო 4 რეგისტრაციის პროცესშია.

ზაზა ჩაჩანიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
არტაკ ოვსეპიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
ბაქარ შირაძე – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
ვალერი გრიგალაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
გიორგი გიუაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
ლევან ლიპარტია – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;
დავით როკეტიშვილი – „სოციალისტური საქართველო“.

ახალქალაქი

ახალქალაქში მერობის კანდიდატები ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.
სამველ პეტროსიან – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიტოთა ალიანსი“;
რუბენ მკრტჩიანი – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
ჰარუთუნ ალექსანიან – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
იურიკ უნანიან – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
ზურაბ ოზბეგიშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
მელიქ რაისიან – „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“;

ნინოწმინდა

ნინოწმინდის საოლქო – საარჩევნო კომისიაში მერობის ხუთი კანდიდატი დარეგისტრირდა, აქედან ერთი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ანდრანიკ კარსლიან – საინიციატივო ჯგუფი;
გრიგორ მხიტარიან – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიტთა ალიანსი“;
არაიკ ბდოიან – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
მამიკონ სააკიან – გაერთიანებული ოპოზიცია;
ანივარდ მოსოიან – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“