საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას IRI წელს არ შეაფასებს

618

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მეთაურის, სტივენ ნიქსის განცხადებით, წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას არ შეაფასებს.

“ბიუჯეტის სიმცირის გამო რამდენიმე ადამიანი ჩავა საქართველოში, ეს არ იქნება სრულფასოვანი მისია. ჩვენ წელს არ შევაფასებთ არჩევნების მიმდინარეობას. ამ და სხვა თემებზე ქართველ დეპუტატების შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის დროს ვესაუბრეთ. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების საპასუხოდ რას მოიმოქმედებს პარლამენტი. საქართველოს აქვს უფლება მიიღოს ის ცვლილებები, რაც საჭიროდ მიაჩნია, მთავარია ეს იყოს ღია და გაჭირვალე პროცესი”, – განაცხადა “ამერიკის ხმასთან” საუბარში სტივენ ნიქსმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი