სოფელ ყვიბისში საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

648

სოფელ ყვიბისში საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარის პირას, რკინა-ბეტონის კედელი 2 მონაკვეთად 24მ სიგრძეზე აშენდება. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ასევე გაბიონების მოწყობაც.

პროექტის მიხედვით, სულ ცოტა ხნის წინ საყრდენი კედლების მშენებლობა განხორციელდა ბორჯომში რობაქიძის ქ. №36, გოგიას ციხესთან, მესხეთის ქ. №41, ასევე დაბა ახალდაბაში, სოფლებში ჭობისხევში და ტბაზე.

პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიცპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.