წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავის მოსახლეობა სასმელი წყლის მოთხოვნით აქციას მართავს

862

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, უკვე ორ თვეზე მეტია სამასამდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

“სასმელი წყლისთვის რამდენიმე კილომეტრის გავლა გვიწევს. უკვე მეორე თვეა სამასამდე ოჯახი ასე ვიტანჯებით. არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოდ”, – აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

აქციის მონაწილეების თქმით, თუკი მათი პრობლემის მოგვარება დროულად არ მოხდება, ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი