ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია უაქციზო სიგარეტის გადატანის ბრალდებით დააკავეს

774

,,პატრიოტთა ალიანსის“  ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია უაქციზო სიგარეტების გადატანის ბრალდებით დააკავეს.

“პატრიოტთა ალიანსის” ფოთის მერობის კანდიდატი  მაია ჩხარტიშვილი ბუკიას დაკავებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

-“მალხაზ ბუკია არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და უშიშარი ჩემი გუნდის წევრი. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ფაქტი ჩემს პიარკამპანიას უკავშირდება,  – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

„რა თქმა უნდა გამოძიებას დაველოდები, დეტალურად არ ვიცი ეს საქმე, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს უკავშირდება ჩემს პიარკამანიას. მალხაზ ბუკია არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და უშიშარი ჩემი გუნდის წევრი. გუშინ დავრეგისტრირდით ჩვენ , ის პროპორციულ სიაში მეოთხე ნომერი იყო და მალთაყვის უბნის მაჟორიტარი. ის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. თავისი გამბედაობით და ობიექტურობით ვთვლიდი, რომ სერიოზული თანამებრძოლი მყავდა“, – აღნიშნა მაია ჩხარტიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი