გორის მერად 9 კანდიდატი იყრის კენჭს

2017 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, გორის მერად კენჭს 9 კანდიდატი იყრის. კომისიის წარმომადგენლის ცნობით, კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პროპორციული სიებიც მიიტანეს. ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზე უახლოეს ორი დღის განმავლობაში განთავსდება.

მანამდე გაგაცნობთ კანდიდატების ჩამონათვალს:

დავით მახნიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო.
იოსებ სოსიაშვილი -საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”.
რევაზ კახნიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” .
თამარ ზურაბაშვილი – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”.
დავით ონიაშვილი – შენების მოძრაობა” .
სოფიკო აფრიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო”.
ალიკო ლურსმანაშვილი – „სოციალისტური საქართველო – კომუნისტები”.
კონსტანტინე თავზარაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ნანა ხიზანიშვილი – საარჩევნო ბლოკი ,, სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

მსგავსი სიახლეები