ყოველდღიური არქივი 19.03.2018. 19:40

ზუგდიდის მერიას და საკრებულოს საზოგადოება “ზუგდიდელთან” კავშირის გაწყვეტას სთხოვენ

ზუგდიდის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიცია გავრცელდა. პეტიციის ავტორი ზუგდიდის მცხოვრები ეგნატე შამუგიაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს საზოგადოება "ზუგდიდელთან" თანამშრომლობის გაწყვეტას სთხოვს....

სავალდებულო გენდერული კვოტირება, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემასაც შეეხოს

პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელმაც...

დარგობრივ კომიტეტში სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ შესახებ კოდექსზე იმსჯელეს. კომიტეტის წევრებმა საკითხს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. მომხსენებელი ეკონომიკის...

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო

ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. ეპარქიის მღველმთავრის აბბა ალავერდელის ინფორმაციით,...

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ვაშაკიძე შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ინფორმაციას  IPN-ი ავრცელებს. სამინისტროს...

აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები იწყება

აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 300-მდე თანამშრომლისთვის...

ლევან დავითაშვილი: საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 100 ათასი დამჭერი დამოტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელია ხობის...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი შენდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების...

ზუგდიდში კიბოს სკრინინგ ცენტრი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიბოს სკრინინგ ცენტრი შენდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მისი მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრუდლება. პროექტის ღირებულება...

მალთაყვას ტყე-პარკში კერძო მესაკუთრემ ასწლოვანი ფიჭვები უკანონოდ გაჩეხა

ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა. გაჩეხილია ასწლოვანი ფიჭვები. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას IPN-ი...

ბორჯომში ყოველ შაბათ-კვირას დასუფთავების სამუშაოები მოეწყობა

„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ ახალი ინიციატივით, ყოველ შაბათ-კვირას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, კონკრეტულ დასახლებასა თუ უბანში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მოეწყობა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ინიციატივის განხორციელება...

ბორჯომში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ცენტრალური გზის მიმდებარედ მოეწყო არხის კედლები ასევე ცხაურები და გოფრირებული მილები. სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელი იყო,...

ბათუმში ბესიკის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ბესიკის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო 7“ ახორციელებს. პროექტის...

თელავის მერიის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

თელავის მერიის ადმინისტრაციული შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება, - ამის შესახებ "კახეთის ხმას" თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, შენობაში პანდუსების მოწყობა უახლოეს მომავალში...

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების სახელების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს. დუშეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების...

პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანი 4.5 კმ-ზე მილსადენში მოექცევა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება....

ბლოგი

ტესტი

თვითმმართველობის ისტორია