როგორ აირჩევა მეორე დონის თვითმმართველობის წარმომადგენობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება?

225

როგორ აირჩევა მეორე დონის თვითმმართველობის წარმომადგენობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება?

სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირება მოხდება მხარეში შემავალიმუნიციპალური თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარმომადგენლებისგან. გათვალისწინებული იქნება სამხარეო საბჭოში ოპოზიციური სუბიექტების და უპარტიო წარმომადგენლების წარმომადგენლობის ასახვა. მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამ კანდიდატს შეარჩევს სამხარეო საბჭო და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელთაგანაც საქართველოს მთავრობა შეარჩევს და დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.